აფეთქებას გადაურჩა: რა მოხდა სავაჭრო ცენტრ City Mall-ში

© photo : City Mall / FBსავაჭრო ცენტრი City Mall საბურთალოზე
სავაჭრო ცენტრი City Mall საბურთალოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზგამანაწილებელი კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ლაზერული ტესტირების დროს გაზის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სავაჭრო ცენტრ City Mall-ში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება აღკვეთეს, ნათქვამია თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.

აფეთქებას გადაურჩნენ: რა მოხდა სამგორის რაიონის ორ კორპუსში>>

ორშაბათს, საღამოს კომპანიის „ცხელ ხაზზე“ შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი დროულად მივიდა ადგილზე და ლაზერული ტესტირების დროს გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა.

საბურთალო - Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძლიერი აფეთქება აღკვეთეს - ვიდეო

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. კომპანიის სპეციალისტებმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ობიექტზე გაზის მიწოდება გადაკეტეს.

შენობის გულდასმით დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ City Mall-ის ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის რვა სანთურა იყო ღიად დატოვებული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ ადამიანს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეგვატყობინა საშიშროების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამოწმონ გაზის ხელსაწყოები, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირად სრულდება ლეტალური შედეგით.

ყველა ახალი ამბავი
0