ურეკი

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

663
(განახლებულია 16:00 16.08.2020)
15 აგვისტოს ურეკში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება - ისინი წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს ურეკში ესაჭიროებოდა დახმარება ორ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

„საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

663
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1797)
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

29
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

29
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

246
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

246
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1797)
თბილისი

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს

0
(განახლებულია 14:41 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik.  ამ დროისთვის თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც 23 სექტემბერს გაიხსნა,  PCR–ტესტი 990–მდე ადამიანს ჩაუტარდა და პასუხი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში იყო დადებითი.

ტესტირების მიზანი თბილისში კორონავისურის ინფექციის გავრცელების ინტენსივობის გაზომვა იყო.

გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად დღეს არსებული ეპიდვითარებისა,  აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.

 „თბილისში იუსტიციის სახლთან ტესტის ჩატარება სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს შეეძლო. ტესტი 988 ადამიანს ჩაუტარდა და მხოლოდ შვიდ შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს. რაც შეეხება 1,8 ათას პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ,  ვირუსი 14 მასწავლებელს აღმოჩნდა.  ყველაზე მეტი  შემთხვევა კი  გურიის რეგიონში დაფიქსირდა “, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აჭარის ტერიტორიის გარეთ დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა რეგიონთან არის დაკავშირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია:  32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11– სამცხე–ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში