ტყიბულში მიწისძვრა მოხდა

გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგი იმერეთში, ტყიბულიდან აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში, თერთმეტ კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ქალაქ ტყიბულთან ღამით 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
მესამე მიწისძვრა ერთ დღეში: საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ დაფიქსირდა

მიწისქვეშა ბიძგი ღამის 02:31 საათზე ტყიბულიდან აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში (თბილისიდან 237 კმ) დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრ სიღრმეში იყო.

ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

რამდენიმე დღის წინ (12 აგვისტოს) საქართველოში ერთ დღეში სამი მიწისძვრა მოხდა. პირველი ორი მიწისძვრა (3,5 და 3,2 მაგნიტუდის) წალკასთან, სოფელ ფარავანში დაფიქსირდა, ხოლო მესამე (3,7 მაგნიტუდის) – აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ყველა ახალი ამბავი
0