სამეგრელოში ავტობუსისთვის ქვის სროლის შედეგად მამაკაცი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი 6 აგვისტოს სოფელ შუა ქვალონთან მოხდა. როგორც შსს-ში იუწყებიან, მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სამგზავრო ავტობუსს „ზუგდიდი-თბილისი“ ქვა ესროლა - მან ადამიანი დაჭრა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, ინციდენტი 6 აგვისტოს სოფელ შუა ქვალონთან მოხდა. მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა ავტობუსის წინა საქარე მინა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) მიმდინარეობს. მამაკაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0