გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ხუთ პირს განზრახ მკვლელობის ბრალი წაუყენა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთ ადამიანს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ მდგომარეობაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალი წაუყენეს.

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ხუთ პირს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი წაუყენა. ამის თაობაზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. ამ დროისათვის პოლიციას 17 ადამიანი ჰყავს დაკავებული.

პროკურატურამ გრაფიკული მასალა წარმოადგინა, რომელიც იმ საღამოს განვითარებულ მოვლენებს თვალნათლივ წარმოადგენს.

პროკურატურაში აცხადებენ. რომ 18 ივნისს მცხეთაშო მყოფ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ სტუმრების უმრავლესობამ დატოვა წვეულება. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც. ის მეგობრებთან ერთად ფეხით გაემართა თბილისისკენ.

მცხეთის სასამართლო - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის გარდაცვალება: სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყება

ამასობაში ჩხუბის ერთ–ერთი მონაწილე ვ.ჩ. თბილისში ჩავიდა და უკან თავის მეგობრებთან ერთად დაბრუნდა. მათ დაიწყეს შაქარაშვილისა და მისი მეგობრების დევნა.

„გაქცევისას გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი", – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ვის და რატომ განსჯიან>>

შაქარაშვილი ხევში მიმავალ ბილიკს ჩაჰყვა და მდინარის ნაპირს მიადგა. მან ცურვა არ იცოდა და ამდენად, გაქცვეა ვეღარ შეძლო.

„ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა", – ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი  საგნებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

 სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
„შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და წყალში ჩააგდეს“ – ექსპერტის სკანდალური დასკვნა

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს, აღნიშნავენ პროკურატურაში.

ყველა ახალი ამბავი
0