სვანეთი

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში

705
(განახლებულია 14:43 10.08.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები დილიდან მუშაობენ სვანეთის რეგიონში ახალი შემთხვევებისა და მათი კონტაქტების დადგენის მიზნით.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

„რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და, სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი. პაციენტები მოთავსებული არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის, ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხუთი ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისგან ბიოლოგიური მასალის აღება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

როგორც სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერზე. ამ დროისათვის სოფელი არ არის იზოლირებული, რადგან ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1250 ადამიანია. ბოლო დღე-ღამეში ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა – გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ნიკა ლატარია

705
ძალადობა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს

31
(განახლებულია 12:01 24.09.2020)
ოჯახური ძალადობა დღემდე ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა  ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით  31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა  39 წლის ყოფილ მეუღლეს სახლში მიაკითხა, იძულებით ჩასვა ავტომობილში და  სოფელ დაბის მიმართულებით ტყისკენ წაიყვანა, სადაც, უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობასა და მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.


31
თემები:
კრიმინალი საქართველოში
დაკავება

კიბერდანაშაულის სქემა გახსნილია: დაკავებულია ორი პირი

50
(განახლებულია 13:48 24.09.2020)
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში კიბერდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 და 30 წლის მამაკაცებს  ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილსა და 6 ივნისს ერთ–ერთმა ბრალდებულმა  მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. 

„ერთ–ერთმა დაკავებულმა კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ–ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი – 2 ათასი ლარი მეგობართან ერთად გაანაღდა, რომელიც ამავე ონლაინ–ტოტალიზატორის მომხმარებელია. თანხის  მეორე ნაწილი კი – 5 ათასი  ლარი  ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე, 286–ე მუხლის მესამე და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

50
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ანა ახვლედიანი

ანა ახვლედიანის მორიგი შთამბეჭდავი ექსპერიმენტი - წაბლისფერი თმიდან ქერა ომბრემდე- ფოტოები

0
(განახლებულია 16:54 24.09.2020)
წარმატებული მოდელის მოულოდნელი ცვლილება - ანა ახვლედიანის თამამი ექსპერიმენტი. როგორ გამოიყურება ტოპ-მოდელი შეღებილი თმით?

კარიერის დასაწყისიდან დღემდე ანა ახვლედიანის სილამაზეზე ყველა გულანთებული საუბრობს. მოდელმა საკუთარ ბუნებრიობას სინათლე მოჰფინა, აღარავის უკვირს და არავის შეაქვს ეჭვი მის ბუნებრივ სახის ნაკვთებსა და აღნაგობაში. გასულ თვეებში რმოდელმა დედის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ქალბატონს ანა ადრეულ ასაკში შეეძინა, ისევე, როგორც ანას თავისი ულამაზესი ქალიშვილი. ანა ახვლედიანის პატარა ოჯახი უზარმაზარ ყურადღებას იქცევს. ქართველი მოდელები - ანა  და გიგი ბერაია წყვილია, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილობით დაამახსოვრა თავი. მათ „ბარბისა და კენს“ ადარებენ.

View this post on Instagram

💁🏻‍♀️

A post shared by Anna Akhvlediani (@annaakhvlediani) on

ტოპ-მოდელმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. მისი ულამაზესი სახე ახლა რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება. წაბლისფრი ბუნებრივი თმიდან ქერა „ომბრემდე“ სულ ერთი ნაბიჯი ყოფილა. ანა ახლვედიანის რადიკალური ცვლილება გულგრილს არავის ტოვებს.

View this post on Instagram

Fresh

A post shared by Anna Akhvlediani (@annaakhvlediani) on

24 წლის სუპერმოდელის ბუნებრივი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებთან და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management. გიგი ბერაიაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა სამოდელო ბიზნესში. მას ხშირად შეამჩნევთ HELLO Magazine Georgia-ს გარეკანსა თუ ფურცლებზე. მათი მსგავსება იმდენად დიდია, წყვილს და-ძმას ხშირად ამსგავსებენ.

View this post on Instagram

🌲☘️🌱

A post shared by Anna Akhvlediani (@annaakhvlediani) on

ანა ახვლედიანმა 2014 წელს მოდის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. გოგონა Dolce & Gabbana-ს კასტინგის რჩეული აღმოჩნდა.  ქართველი მოდელი 500 გოგონაში აარჩიეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომელიც იმავე წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მილანში, პირველ წარმატებამდე 18 წლის ანას სამოდელო სამყაროსთან არასოდეს ჰქონია შეხება. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ერთ თვეში ცნობილი ბრენდის ფავორიტი გახდა და ქართველი გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება