არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი

ტყიბულში მამაკაცი მოკლეს

337
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ორ ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაღუპული მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში გუშინ ღამით მოხდა.

დაღუპული მამაკაცი თერჯოლაში ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

337
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1123)
დაკავება

მეტროსადგურ „დიდუბესთან“  სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის ერთი პირი დააკავეს

36
(განახლებულია 11:13 25.09.2020)
დაკავებულ პირს, რომელიც უკანონო საქმიანობას ეწეოდა, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს, იუწყება  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისის მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

უწყების ცნობით, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

36
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1123)
სასწრაფო დახმარება რუსთავში

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა

77
(განახლებულია 19:23 24.09.2020)
წინასწარი ინფორმაციით, მუშა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ამობრუნებულმა ამწემ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში,  სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

სამშენებლო სამუშაოს შესრულებისას ამწე ამობრუნდა და, სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევარში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) სამუშაო ობიექტებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 მუშა.

77
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკული პაციენტია ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

0
(განახლებულია 12:21 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 43 – თბილისი, 27 – იმერეთი, 6–6 კახეთიდა სამეგრელო– ზემო სვანეთი, 4 სამცხე–ჯავახეთი, 3 – ქვემო ქართლი, 2 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე პაციენტია.  დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში