კაცი ტყეში

იპოვეს ცოცხალი და საღსალამათი: 89 წლის მამაკაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ

3659
(განახლებულია 19:47 08.08.2020)
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან გაუჩინარებული 89 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახლობლების ინფორმაციით, მოხუცს ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. ის  უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

გურამ საგინაშვილი სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

 

3659
სიგარეტი

მარტვილში 90 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

10
(განახლებულია 17:40 23.09.2020)
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილი პროდუქცია კანონდამრღვევ მოქალაქეებს უკვე ჩამოერთვა.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ ხუნწში ერთ–ერთი პირის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას 90 ბლოკი (18 ათასი ღერი)  უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

10
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

44
(განახლებულია 17:05 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

44
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ადამიანები პირბადეებით

შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

0
(განახლებულია 17:42 23.09.2020)
პატარა ბავშვებისთვის პირბადეების ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რომლებსაც COVID-19–ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ პირველი არხის ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა – 25.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში