დაკავებული ქირურგი: პროცედურის დროს არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი თხოვნით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და შეხედულებისამებრ მოახდინოს რეაგირება

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რამე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს, ნათქვამია დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის განცხადებაში, რომელსაც თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ექიმი ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს  დააკავეს. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში მუშაობს. ისინი  გულგრილობასა და უკანონო სამედიცინო საქმიანობაში არიან ბრალდებული. კლინიკაში ჩატარებული ორი ოპერაციის შედეგად 25 წლის გოგონა უკვე თითქმის ორი წელია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
ექიმები ექიმების მხარდასაჭერად: აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

ექიმი  ვახტანგ ყიფიანი მის მიმართ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„ფაქტი ერთია – პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია. ეს გარემოება კიდევ უფრო მძიმეს ხდის ჩემს დღევანდელ მდგომარეობას... მედიცინა – საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით, უმოკლეს ვადაში გაირკვევა სიმართლე“, - წერს ქირურგი.

ექიმი თხოვნით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს,  ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და შეხედულებისამებრ მოახდინოს რეაგირება. ყიფიანი ასევე თხოვნით მიმართავს ყველას, თავი შეიკავოს ამ თემის პოლიტიზებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ორი ექიმი კი განაჩენს საპატიმროში დაელოდება. ხოჭოლავას პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
დაკავებული ექიმების საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ჩუტარდა. გოგონამ კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა, ყიფიანი კი გოგონას დაჰპირდა, რომ გამოკვლევის შედეგებს იტალიაში გადააგზავნიდნენ.  ასევე მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, ოპერაცია კი თავად ყიფიანმა მაგდა ხოჭოლავას დახმარებით  ჩაატარა. მოგვიანებით მათ განმეორებით ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შემდეგაც გოგონა კომაში ჩავარდა.

გამოძიების ცნობით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, ხოჭოლავას კი საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვების უფლება, რადგანაც კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, ოპერაციის დროს მათ შეცდომები დაუშვეს, რამაც პაციენტის მდგომარეობა გაართულა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო თავის თანამშრომლებს გამოესარჩლა>>

რაც შეეხება კლინიკის დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს, გამოძიება მას ბრალს სდებს იმაში, რომ მან არ გააკონტროლა ოპერაცია და არ შეამოწმა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი.

ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექიმები, რომლებიც ბრალდებული კოლეგების მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0