აფეთქებას გადაურჩა – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში

© Sputnik / Alex Shlamovსაცხოვრებელი კორპუსი
საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ გაზის სუნი გამოდიოდა ბინიდან, რომლის მეპატრონეც ქალაქიდან გავიდა, გაზქურის ონკანი კი ღია დატოვა.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) თანამშრომლებმა შეძლეს აფეთქებისა და ტრაგედიის თავიდან აცილება მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.

ღამით კომპანიის „ცხელ ხაზზე“ შევიდა შეტყობინება, რომ თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი სუნი იდგა. გადაუდებელი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ გაზის მძაფრი და ძლიერი სუნი იგრძნობოდა მთელ სადარბაზოში, ყველა სართულზე.

საბურთალო - Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძლიერი აფეთქება აღკვეთეს - ვიდეო

გაზის გაჟონვა ხდებოდა დაკეტილი ბინიდან, რომლის მეპატრონეებიც რამდენიმე დღის წინ ქალაქიდან გავიდნენ, გაზქურის ონკანი კი ღია დატოვეს.

„ეს შემთხვევა აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას, კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ამ ბინაში აღმოაჩინეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

კომპანია კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სახლიდან გასვლის წინ აუცილებელია ყველა ონკანის დაკეტვა, რათა უყურადღებობის გამო ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0