ახალი სკანდალი საქართველოში: თაღლითი ექიმები და მათი მსხვერპლი ახალგაზრდა გოგონა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თაღლითობა და უკანონო საექიმო საქმიანობა.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორსა და ორ ექიმს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ზომას შეუფარდებენ. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თაღლითობა და უკანონო საექიმო საქმიანობა, რასაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა.

კერძოდ, 25 წლის გოგონა ორი ოპერაციის გადატანის შემდეგ, უკვე მეორე წელია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

საოპერაციო - Sputnik საქართველო
რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

პროკურატურა დაკავებულების აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვს.

ბრალდების ვერსიები

ცნობილია, რომ დაზარალებული 25 წლის გოგონაა. მის შესახებ მეტი ინფორმაცია ცნობილი არ არის. მან საავადმყოფოს მაშინ მიმართა, როდესაც 23 წლის იყო. ჩაუტარეს ორი ოპერაცია, რის შემდეგაც დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

პაციენტის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, გოგონას ეს მდგომარეობა, პირველ რიგში, ანესთეზიოლოგის შეცდომამ გამოიწვია.

„25 წლის გოგო ექიმების გულგრილობის, დაუდევრობისა და თაღლითობის გამო 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ელემენტარული უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, გოგონა გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

ადვოკატის თქმით, გაირკვა, რომ ექიმებს არ ჰქონიათ შესაბამისი საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია.

საავადმყოფოს პოზიცია

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტი ნუცა ბუზალაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ოპერაცია არაკვალიფიციურმა ექიმებმა ჩაატარეს, სიცრუეა და ის ამ პოზიციას დაიცავს სასამართლოზე.

სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში გაერო დაეხმარება

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში იტალიიდან ნამდვილად ჩამოდიოდნენ დარგის სპეციალისტები და მათ არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ მონაწილეობა მიიღეს ქირურგიული ჩარევის მსვლელობაში, რაც ცნობილი იყო პაციენტისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის. ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალდებას, განაცხადა ადვოკატმა.

სკანდალის არსი

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა პაციენტმა, სადაც მას კონსულტაცია გაუწია ერთ-ერთმა ამჟამად დაკავებულმა ექიმმა ვ.ყ.-მ.

მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში იქნა გადაგზავნილი, საიდანაც მოვიდა პასუხი აუცილებელი ოპერაციის თაობაზე. უფრო მეტიც, პაციენტი დაარწმუნეს, რომ ქირურგიულ ოპერაციასაც იტალიელი ექიმები ჩაატარებდნენ.

თუმცა, აღნიშნული ოპერაცია 2018 წლის 18 სექტემბერს, იტალიელი ექიმების ნაცვლად, თავად ვ.ყ.-მ ჩაატარა, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი „ორთოპედია–ტრავმატოლოგიის“ სპეციალობით. ოპერაციის დროს მისი ასისტენტი იყო მეორე ბრალდებული მ.ხ., რომელსაც საექიმო საქმიანობის არანაირი სერტიფიკატი არ გააჩნდა.

ქირურგიული ოპერაცია - Sputnik საქართველო
კომამდე მიიყვანეს: თბილისში საავადმყოფოს დირექტორი და ორი ექიმი დააკავეს

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, რის გამოც მან აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. იმავე ექიმმა ვ.ყ-მ იგი განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე დაიყოლია იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. 

განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, იმავე „ექიმებმა“ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მთელი ამ „მკურნალობის“ პერიოდში კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი, უფრო მეტიც, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ზემოაღნიშნული პაციენტის მკურნალობის პროცესზე.

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ოჯახმა საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართა>>

ვ.ყ.-ს ბრალი სსკ-ის 180-ე და 246-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საავადმყოფოს დირექტორს ბრალად ედება გულგრილობა, მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მ.ხ.-მ ქვეყნის დატოვება მოასწრო და მას ბრალი უკანონო საექიმო საქმიანობისთვის დაუსწრებლად წარედგინა, რაც ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0