ტრაგედია ანაკლიაში: ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Nika Latariaავარია ჩხოროწყუში
ავარია ჩხოროწყუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდგარ ხეს შეეჯახა.

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა – დაკავებულია პოლიციელი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე, განმუხურის გადასახვევთან ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილში მყოფი სამი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0