რიონში ახალგაზრდა გოგონას ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამვლელებმა დაინახეს გოგონა, რომელიც ფოთში მდინარე რიონზე ხიდის მოაჯირზე იჯდა, შემდეგ კი უცბად გაუჩინარდა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ფოთში მდინარე რიონში დაკარგულ გოგონას ეძებენ, იუწყება „პირველი არხი“.

თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 20 წლის გოგონა ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და, სავარაუდოდ, წყალში გადახტა.

გოგონას ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. მიმდინარეობს დაკარგულის ძებნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.

ყველა ახალი ამბავი
0