სეტყვა

ლაგოდეხის რაიონი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა

118
(განახლებულია 15:08 04.08.2020)
სოფელ მსხალგორში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლების პირველი სართულები, სეტყვამ არც მოსავალი დაინდო.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სტიქია დასავლეთ საქართველოს შემდეგ ამჯერად კახეთს დაატყდა თავს – ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა, დაიტბორა სახლების სარდაფები და პირველი სართულები.

როგორც ტელეკომპანია Imedi იუწყება, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან და ეზოებიდან წყალს ტუმბავენ.

ადგილობრივების თქმით, დაზარალდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სეტყვამ დააზიანა ვენახები და ბოსტნები. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ვითარებას ადგილზე დილიდან სწავლობს.

118
თემები:
უამინდობა საქართველოში (291)
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

232
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

232
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

101
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ფაქტზე ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ირანის მოქალაქეა და დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მისი დაჭრა კი ადგილობრივებთან სიტყვიერი კონფლიქტის შედეგად მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

101
თემები:
კრიმინალი საქართველოში
საბავშვო ბაღი

მთელ საქართველოში, გარდა აჭარისა სწავლის პროცესის შენობებში აღდგენის თარიღი ცნობილია

0
სწავლა საბავშვო ბაღებში 12 ოქტომბერს განახლდება, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში – 19 ოქტომბერს

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში – 19 ოქტომბერს, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე.

ასევე პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.

აუდიტორიებში დაბრუნდებიან სტუდენტებიც – 19 ოქტომბრიდან აჭარის გარდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში აღდგება სწავლა. ეს ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც.

0
თემები:
განათლება საქართველოში