ბელგიის პოლიცია

ლუკა ზარანდია ბელგიაში ავტოავარიაში მოყვა

81
(განახლებულია 20:37 03.08.2020)
ზარანდია „ვარეგემის“ შემადგენლობაში გასული წლის ივლისიდან ასპარეზობს, სადაც ფეხბურთელი პოლონური კლუბი „არკადან“ გადავიდა.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ბელგიური საფეხბურთო კლუბი „ზიულტე ვარეგემის“ ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ვარეგემთან ახლოს ავტოავარიაში მოყვა, ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ზარანდია ავტომობილში თანაგუნდელ ომარ გოვეასთან ერთად იმყოფებოდა, საჭეს გოვეა მართავდა. წინასწარი ინფორმაციით, მექსიკელმა ფეხბურთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც ორი ქალბატონი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოვეას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, პოლიციის ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არ არსებობს.

ზარანდია „ვარეგემის“ შემადგენლობაში გასული წლის ივლისიდან ასპარეზობს, სადაც ფეხბურთელი პოლონური კლუბი „არკადან“ გადავიდა. ბელგიურ კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა 20 მატჩი გამართა და მის სტატისტიკაში ხუთი შედეგიანი გადაცემაა დაფიქსირებული.

 

81
თემები:
სპორტის ამბები (821)
მოსამართლის ჩაქუჩი

წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა: ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

18
(განახლებულია 20:19 22.09.2020)
მკვლელობა წნორში მიმდინარე წლის 2 იანვარს მოხდა. ბოროტმოქმედი მომდევნო 16 წელს ციხის საკანში გაატარებს.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში საკუთარი დეიდის განზრახ მკვლელობისთვის და მისი ქუთვნილი ძვირფასეულობისა და ფულის ქურდობისთვის ბრალდებული 26 წლის ილია გურაშვილი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაგოდეხის ნაკრძალში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს >>

პროკურატურის ცნობით, მამაკაცს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

წნორში მკვლელობა 2 იანვარს მოხდა. ილიკო გურაშვილმა საკუთარი დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ნასვამმა დისშვილმა დეიდას ფული სთხოვა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

გამოძიების მიხედვით, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მკვლელობა მიმდინარე წლის 2 იანვარს მოხდა. ილია გურაშვილმა საკუთარ დეიდას, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

„ი.გ. გარდაცვლილის კუთვნილ 800 ლარს, 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.   

სამართალდამცველებმა გურაშვილი ცხელ კვალზე, 3 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან ბრალი აღიარა. ჩხრეკისას მას მოპარული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა აღმოაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 177-ე (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით.

18
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პროკურატურა

ახალი სკანდალი ბაჩალიაშვილის იდუმალი გარდაცვალების საქმეში

83
(განახლებულია 19:49 22.09.2020)
დაღუპულის ოჯახის ადვოკატი შიშობს, რომ მისი მობილური ტელეფონის ჩამორთმევის კვალდაკვალ სამართალდამცველებმა შეიძლება მას თავისუფლებაც აღუკვეთონ.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი სკანდალი მომწიფდა – ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შეიძლება დააპატიმრონ.

საქართველოს პროკურატურამ უფლებადამცველის მობილური ტელეფონი მას შემდეგ ამოიღო, რაც ადვოკატმა თანამგზავრის მიერ გადაღებული გოგონას გარდაცვალების ადგილის ფოტოები გაავრცელა. მოგვიანებით ექსპერტიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს კადრები ფოტომონტაჟის შედეგია.

„დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ, ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს ტელეფონი, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მალე თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, ძალიან არ უნდათ მე ამ საქმეში ვიყო, რადგან ხედავენ, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდი ამ საქმეში. არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს უსაფრთხოებას“, – განუცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ მის ტელეფონში „არაოფიციალურად“ შეიძლება იპოვონ ის, რაც არ არსებობს.

პროკურატურის პოზიცია

ტელეფონის ამოღების ფაქტზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა დავით გუმბერიძემ. მან კონფისკაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ადგილის ამსახველ ფოტოებს დაუკავშირა, რომლებიც თანამგზავრით არის გადაღებული და გამოძიებას მიხეილ რამიშვილმა წარუდგინა.

როგორც ცნობილია, ფოტოები რამიშვილს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურორის განცხადებით, რამიშვილის ტელეფონში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებსა და ადვოკატის დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერას.

„შესაბამისად, რა ინფორმაციაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას. საეჭვო რომ არ იყოს ავთენტურობა, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ უშუალოდ სპეციალისტის, ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. ტელეფონის დალუქვა მიხეილ რამიშვილის თანხმობით მოხდა“, – განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ რამიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გუმბერიძემ განაცხადა, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა.

„პროკურატურის მიერ უმოკლეს ვადებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქმეზე, რაც უკავშირდება კონკრეტულად სატელიტის ფოტოებს, რაც წარდგენილი იქნა გამოძიებაში. ჩვენ დადასტურებული გვაქვს ფაქტი ექსპერტიზაზე, რომ ეს ფოტოები არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი – პროკურატურამ ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა>>

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში