აფეთქებას გადაურჩნენ: რა მოხდა სამგორის რაიონის ორ კორპუსში

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ბინის მეპატრონე ქალაქიდან გავიდა, ბინის სამზარეულოში გაზქურაზე კი გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში დარჩა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების სამსახურის ცხელ ხაზზე „114“ სამგორის რაიონის აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის ბინადრების შეტყობინება შევიდა, რომ სადარბაზოში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. 

სასწრაფო დახმარება რუსთავში - Sputnik საქართველო
რუსთავში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე კორპუსს, სადაც გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ჰქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა.

აფეთქების თავიდან აცილება მეზობლების ყურადღების წყალობით მოხდა, რომლებიც შესაბამის სამსახურებს დროულად დაუკავშირდნენ, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„თბილისის ენერჯი“ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ბუნებრივი აირის მოხმარების წესები და გაზის გაჟონვის შემთხვევაში აუცილებლად დარეკონ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე 2 40 40 04, ან სწრაფი რეაგირების სამსახურში – 114.

ყველა ახალი ამბავი
0