დაკავებულია საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

უწყება არ აკონკრეტებს, რა ბრალდებით დააკავა კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი, თუმცა გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს

157-ე პრიმა მუხლი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.

ხოლო მეორე მუხლი, რომელიც გულისხმობს ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას, რაც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ძალადობის გამოყენების, ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0