ალკოჰოლი

„ნისიაზე" უარის სანაცვლოდ ფიზიკური ანგარიშსწორება: თბილისში ერთი პირი დააკავეს

2951
მამაკაცს ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე ემუქრება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik.  პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, თბილისში,  მამაკაცი მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და „ნისიად“ ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მამაკაცს ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე ემუქრება.

2951
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1246)
აქცია ბათუმში

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა

50
(განახლებულია 19:00 24.01.2021)
დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიებით მოხვდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მანდატზე უარი არ უთქვამს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ბათუმის პოლიციამ დააკავა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტი, 29 წლის ირაკლი ფანგანი, რომელმაც შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარა.

დაკავება ორგანიზაციის ოფისში მოხდა. გამოძიება სსკ-ის 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას და ხულიგნობას გულისხმობს.

შაბათს ბათუმში აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. აქციას შეუერთდა ჩავლეიშვილიც, თუმცა მისმა გამოჩენამ აქტივისტების გაღიაზიანება გამოიწვია.

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიებით მოხვდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მანდატზე უარი არ უთქვამს.

ის გახდა ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელმაც ბოიკოტის შეწყვეტა და თავისი მანდატის გამოყენება გადაწყვიტა. ამის გამო მას მოუწია „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება, რომელიც შედიოდა ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“. ამჟამად ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობს. ოპოზიციამ მისი მოქმედება ამომრჩეველთა ღალატად შეაფასა.

50
ხეობა ზამთარში

მაშველებმა დუშეთში 80 მეტრიან ხევში გადავარდნილი 21 წლის ბიჭი გადაარჩინეს

80
დაშავებული მამაკაცი ამ დროისთვის სტაციონარშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიჩოში სამართალდამცველებმა ხევში გადავარდნილი მამაკაცი გადაარჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცი სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ოჯახი ვერ ახერხებდა მასთან ტელეფონით დაკავშირებას, რის შემდეგაც დასახმარებლად სამართალდამცველებს მიმართეს.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დაკარგულს სოფლების დამაკავშირებელ გზებზე ეძებდნენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს  რთული რელიეფი და დიდთოვლობა აფერხებდა. ტერიტორიაზე გადაადგილება ტრანსპორტის საშუალებით შეუძლებელი იყო, ამიტომ მეხანძრე-მაშველები პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერაციას ქვეითად ახორციელებდნენ.

მაშველებმა დაკარგული მამაკაცი 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდნილი იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები.

მეხანძრე-მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ხევიდან ამოიყვანეს და სამანქანო გზამდე, დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე საკაცის საშუალებით გამოიყვანეს.

ამ დროისთვის დაშავებული სტაციონარშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურსს გადის.

80
სწავლა დისტანციურ რეჟიმში

„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

0
მზიურში გამართულ აქციაზე მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნის გეგმის შემუშავებას ითხოვენ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დღეს მშობლების ნაწილი მზიურში შეიკრიბა და სკოლების და ბაღების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა, იუწყება „რუსთავი 2“.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი შესაძლოა 1 მარტსაც არ დაიწყოს, რასაც მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე მესამე სემესტრია საქართველოში დახურულია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, რაც ბავშვებზე უარყოფითად აისახება.

„ჩვენი მოთხოვნაა, მთავრობამ შეიმუშავოს და გაგვაცნოს თანმიმდევრული და ძალიან დეტალური გეგმა, როგორ ხსნის ის განათლების სექტორს, რადგან უკვე 11 თვეა ვიმყოფებით ხანგრძლივ იზოლაციაში, რაც ბავშვებზე ძალიან ცუდად აისახება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მშობლები კონკრეტული გეგმის შემუშავებას მოითხოვენ, სადაც ბავშვების უფლებები სრულად იქნება  გათვალისწინებული.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ბავშვების ხმა გაიგონონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. ბავშვთა ინტერესები არ არის გათვალისწინებული პანდემიის მენეჯმენტის გეგმაში, არ ყოფილა არცერთ ეტაპზე და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს საჭიროებები იყოს გათვალისწინებული", - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 1 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებთან დაკავშირებით ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიძლება გადაიხედოს.

რაც შეეხება ბათუმს, ზუგდიდს, გორს, ფოთსა და თელავს, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი სკოლებში 1 თებერვალს აღდგება. 

საბავშვო ბაღებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.  სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

თბილისის და ასევე საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სექტემბერში მცირე ხნით დაიშვა სწავლა სკოლებში, თუმცა მოსწავლეთა და პედაგოგების ინფიცირების გამო სასწავლო დაწესებულებები კვლავ დაიხურა.

0