საპატრულო პოლიცია

კახეთში მეორე დღეა  ორ დაკარგულ მოზარდს ეძებენ

193
(განახლებულია 17:28 28.07.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები თბილისში, ერთი-ერთი არასრულწლოვნის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ. 

 

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. კახეთში პოლიცია  11 და 14 წლის ბიჭებს ეძებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოზარდები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ისინი სახლიდან გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები თბილისში, ერთი-ერთი არასრულწლოვნის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ.  დედოფლისწყაროში ისინი ბოლოს სწორედ თბილისის სამარშრუტო ტაქსთან შენიშნეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები თბილისის მასშტაბითაც მიმდინარეობს.

193
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1867)
დოლარები

თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა

29
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს პოლიციამ თანხა გადასცა და სამის გარდა ყველა მძევალი თავისუფალია.

ეს პირი სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მითითებით ტელეკომპანია „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სავარაუდოდ, სწორედ დარჩენილ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

29
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა
სპეცოპერაცია ზუგდიდში

სპეცოპერაცია ზუგდიდში: თითქმის ყველა მძევალი თავისუფალია - მედია

162
(განახლებულია 22:28 21.10.2020)
ტელეკომპოანია „იმედის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რამდენიმე საათის განმავლობაში მას მძევლები ჰყავდა აყვანილი

 

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. სპეცოპერაცია ზუგდიდში: თითქმის ყველა მძევალი თავისუფალია, იუწყება „ტვ პირველი“. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში მძევლები აიყვანა. დამნაშავე მოითხოვდა ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს ადგილის უსაფრთხო დატოვებისთვის.

„ტვ პირველი“ იუწყება, რომ მძევალმა შემთხვევის ადგილი პოლიციის მანქანით დატოვა, მასთან ერთად სამი მძევალი იმყოფება.

162
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა