მოსკოვში მასობრივი ჩხუბის 30-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცავ ორგანოებში РИА Новости-ს წყაროს მიხედვით, საუბარია კონფლიქტზე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. მოსკოვში მასობრივი ჩხუბის 30-ზე მეტი მონაწილე დააკავეს და „წვრილი ხულიგნობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში გადასცეს, იუწყება РИА Новости შსს-ზე დაყრდნობით.

დაკავებულთა წინააღმდეგ ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები ხულიგნობისა და ყაჩაღობის მუხლებით. მათ რუსეთის საზღვრების გადაკვეთა 5 წლით აეკრძალებათ.

მზადება საარტილერიო ცეცხლისთვის - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა: ვრცელდება ვიდეო- და ფოტოფაქტები

ადრე ცნობილი გახდა შეტაკებებზე, რომელთა შედეგად დაშავდა მამაკაცი და დაზიანდა მაღაზიის შუშის ვიტრინა. გარდა ამისა, რუსეთის დედაქალაქის დასავლეთის ადმინისტრაციულ ოლქში უცნობმა პირებმა კაფეს და ავტოსამრეცხაოს ფანჯრები ჩაამსხვრიეს.

სამართალდამცავ ორგანოებში РИА Новости-ს წყაროს მიხედვით, საუბარია კონფლიქტზე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ოფიციალურად პოლიცია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგონიანმა მომხდარს ორგანიზებული პროვოკაცია უწოდა. „რუსეთის აზერბაიჯანელების კავშირში“ კი განაცხადეს, რომ სწორედ სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დაარბიეს რესტორანი „1001 ღამე“, რომელიც აზერბაიჯანელ პიროვნებას ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0