ოზურგეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალს თავს დაესხა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. პოლიციამ ოზურგეთში ქალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა და ყაჩაღობის ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი 24 ივლისს თავს დაესხა ქალს, დაჭრა ის ხელში და ხელჩანთა წაართვა.

ქალს საავადმყოფოში პირველადი დახმარება გაუწიეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0