პანკისელი ქათმის გამო დაწყებული ჩხუბი სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდა

© photo : Radio Way / FBპოლიცია პანკისში
პოლიცია პანკისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩხუბის მონაწილეებს ემუქრებათ ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო დუისელ და მატნელ ახალგაზრდებს შორის ქათმის გამო დაწყებულ ჩხუბს ძალადობის მუხლით იძიებს.

დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინწინ, 23 ივლისს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, მათ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სამანქანო გზაზე ავტომობილით ქათამი გაიტანეს, რასაც იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ქათამი - Sputnik საქართველო
დამნაშავეა ქათამი: რა მოხდა დუისელებსა და მატნელებს შორის

ერთ-ერთი დაშავებული ტვინის შერყევით დღემდე საავადმყოფოში მკურნალობს.

ტელეარხ Formula-ს ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეებს ემუქრებათ ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

13 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ხუთშაბათს გაგრძელდა. მომხდარის შედეგად სასტიკადაა ნაცემი მატანში მცხოვრები ორი პირი. სოფლის მოსახლეობა ინციდენტში მონაწილე ქისტების დასჯას მოითხოვს. სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში გუშინ 400 კაცამდე შეიკრიბა, ისინი ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, პოლიციასთან და ხელისუფლებასთან ერთად, ჩართული იყვნენ პანკისის ხეობის უხუცესები. მათი შეფასებით, ქათმის გამო მეზობელ სოფლებს შორის დაპირისპირება მიუღებელია. 

ახალგაზრდები დაამშვიდეს, მაგრამ რეალური შერიგება არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0