ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში

© FB / National Center for Forensic Science. L. Samkharauliსასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიურო
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიურო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, გოგონას გარდაცვალება მისი ცხედრის პოვნამდე 3-5 დღით ადრე დადგა

თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: შსს-მ დუმილი დაარღვია

23  წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის  სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილი სახლიდან  ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.  ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს,  სადაც ჩანს, რომ მანქანას თამარი თავად მართავდა.

დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილს ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება, ასევე არ არის გამოვლენილი ძვლების ტრავმული დაზიანება.

ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიური კვლევა, აღებულია ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის.

ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ:

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: IT-კომპანიიდან კომპიუტერები ამოიღეს

1. ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.

2. რენტგენოსკოპიური და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა.

3. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი. 

4. გამოვლინდა შორს წასული მოგვიანებითი გვამური მოვლენები.

5. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთებისა და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.

6. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა.

7. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები

8. რეკომენდებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გოგონას იდუმალებით მოცული გარდაცვალება: პრემიერმა შსს-ს დავალება მისცა

გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტში ჩატარდა. მასში ცენტრი „ემპათიას" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა მონაწილეობდა.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, პირველ რიგში – რატომ ვერ მოხერხდა ავტომობილის დროულად პოვნა მაშინ, როდესაც იგი გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში და იმ სოფლიდან ორიოდე კილომეტრში იყო გაჩერებული, სადაც გოგონა ბოლოს დაინახეს. მით უმეტეს, რომ ავტომობილის დაფიქსირება მშვენივრად შეეძლო ვერტმფრენსა და დრონს, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებში იყო ჩართული.

გოგონა იპოვეს მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მეზობლებმა თბილისი-რუსთავის მაგისტრალი გადაკეტეს და ძებნის გააქტიურება და გამოძიების დაჩქარება მოითხოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0