პოლიციელი

პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

143
(განახლებულია 20:01 22.07.2020)
შსს-ს თანამშრომელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში დააკავეს პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით, აცნობეს  „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახურში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ მსხვერპლის სქესს და ასაკს, ასევე უცნობია საქმის სხვა დეტალები. 

გარდა ამისა, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად მოხდა დანაშაული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „გაუპატიურების“ მუხლით დაიწყო, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

143
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1119)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

26
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

26
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ოქროს ნაკეთობები

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდა

29
(განახლებულია 11:05 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულმა საბაჟო–გამშვები პუნქტ  „სარფის" გავლით მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. უწყების ცნობით, ამოღებულია 300 გრამამდე ძვირფასეულობა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

29
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1119)
კორონავირუსის პანდემია

სახელდება კორონავირუსის გადაცემის უმთავრესი მიზეზი: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 12:48 23.09.2020)
მეცნიერებმა მოუძებნეს ახსნა, რატომ გაძლიერდა პანდემია ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ცხელ და ნოტიო კლიმატიან ქალაქებში

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის გადაცემის ძირითადი ფაქტორი ჰაერში ტენიანობის აორთქლების სიჩქარეა, იუწყება EurekAlert-ი.

თეორიული მოდელირებისა და ჰიდროდინამიკური ექსპერიმენტების დახმარებით, სპეციალისტებმა შეისწავლეს ტენიანობის, გარემოს ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის გავლენა ვირუსის ნაწილაკების შემცველი ნერწყვის უმცირესი წვეთების გავრცელებაზე.

აღმოჩნდა, რომ მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობის დროს, აორთქლების მაღალი სიჩქარის გამო, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. ცხელ ამინდში მაღალი ტენიანობის შემთხვევაში კი  კორონავირუსის გადაცემის ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.

მეცნიერთა აზრით, მიღებული მონაცემები ცხადყოფს, თუ რატომ გაძლიერდა პანდემია ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ცხელ და ნოტიო კლიმატიან ქალაქებში.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება