პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე ისევ გისოსებს მიღმაა – რა მოხდა „პარაგრაფში"

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინდია გოგოჭური საზოგადოების ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოხვდა – გიორგი მარგველაშვილის სიძე იარაღის უკანონო შენახვისთვის 2018 წლის დეკემბერის დასაწყისშიც დააკავეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური სასამართლო განაჩენს ქუთაისის საპატიმროში დაელოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მარგველაშვილის სიძეს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარედგინა: „ძალადობა", „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება" და „ნარკოტიკების შეძენა-შენახვა". ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის თქმით, გოგოჭური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილის სიძე დაკავებულია

მინდია გოგოჭური 19 ივლისს დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო "პარაგრაფში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც გოგოჭურსა და სასტუმროს მობინადრეს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს გოგოჭურს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. დაშავდა ერთი ადამიანი.

გიორგი მარგველაშვილის სიძე იარაღის უკანონო შენახვისთვის 2018 წლის დეკემბერის დასაწყისშიც დააკავეს. მაშინ ის დააკავეს სპეცოპერაციის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

გოგოჭური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მანამდეც მოექცა. იმავე წლის ივლისში ის ქვედა კიდურის არეში დანით მიყენებული სამი ჭრილობით საავადმყოფოში მოხვდა. 2017 წლის იანვარში კი გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

ყველა ახალი ამბავი
0