მცხეთის ბლოკპოსტი

შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

971
(განახლებულია 19:08 05.07.2020)
გოგონას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში მუქარებს იღებს და ზეწოლას განიცდის

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე მოხდა ის სისხლიანი გარჩევა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

„მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი“, - განაცხადა გოგონას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პირველი არხის ეთერში.

ბითაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მომდინარეობს ზეწოლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით. თავად გაბეჩავამ პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.

28 ივნისს მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 ახალგაზრდას პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის აღსაზრდელი გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად მცხეთაში დაქირავებულ სახლში წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარკვევა გაგრძელდა ტრასაზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

ბევრ კითხვას ექსპერტიზა უპასუხებს – გომელაური 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეზე >>

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგიმ გარჩევის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

ასევე ცნობილია, რომ მცხეთა-თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი არავის არ უნახავს.

971
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (52)
საპატრულო პოლიცია

საზარელი ავტოავარია აჭარაში დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი

128
(განახლებულია 15:13 10.08.2020)
დაღუპულებიდან ერთი ასაკოვანი ქალია, ასევე მისი რძალი და არასრულწლოვანი შვილიშვილი. კიდევ ოთხი ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში ავტომობილი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი – არასრულწლოვანი, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში.

უწყების ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია – ქალი, მისი რძალი და არასრულწლოვანი შვილიშვილი. მათი ცხედრები სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ავარიის შედეგად ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.

გამოძიებას შსს აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.

128
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში

228
(განახლებულია 14:43 10.08.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები დილიდან მუშაობენ სვანეთის რეგიონში ახალი შემთხვევებისა და მათი კონტაქტების დადგენის მიზნით.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

„რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და, სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი. პაციენტები მოთავსებული არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის, ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხუთი ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისგან ბიოლოგიური მასალის აღება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

როგორც სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერზე. ამ დროისათვის სოფელი არ არის იზოლირებული, რადგან ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1250 ადამიანია. ბოლო დღე-ღამეში ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა – გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ნიკა ლატარია

228
მინერალური წყალი

რა იწვევს გულძმარვას და  როგორ ვებრძოლოთ მას

0
(განახლებულია 15:03 10.08.2020)
გულძმარვა არის წვის შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში გამოვლინდება. გულძმარვა ყველა ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია, თუმცა ის ძირითადად ორსულებს აწუხებს.

გულძმარვის მიზეზი კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას გადმოსვლაა. ის არასწორი კვების შედეგად ჩნდება, მისი მიზეზია აგრეთვე ალკოჰოლის, თამბაქოს ხშირი მოხმარება და ორსულობა.

გულძმარვა მეტწილად ჭამის შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დახრისას, ცხიმიანი, ან შემწვარი საკვების  მიღების შემთხვევაში აღმოცენდება. გულძმარვა ხშირად ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებს, მაგალითად, მჟავე ხილის, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

გილძმარვა უმეტესად სრულიად უვნებელი მდგომარეობაა, რომელსაც, გარდა უსიამოვნო შეგრძნებისა, არავითარი ზიანი არ მოაქვს ადამიანისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გულძმარვას ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის მხრივ პრობლემები და წონაში კლება ახლავს, ეს გულძმარვის გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს. მუდმივი გულძმარვა კი კუჭის სერიოზული დაავადების მანიშნებელია.  თუ საქმე მაღალ რეფლექსთან გვაქვს,  წარმოიშობა სასუნთქ გზებში კუჭის შიგთავსის გადაცდომის საფრთხე, რამაც შესაძლოა სასუნთქი გზების პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას

გულძმარვასთან საბრძოლველად ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდია წყალი. ერთი ჭიქა თბილი წყალი ბუნებრივად აქვეითებს მარილმჟავას კონცენტრაციას კუჭში და ამცირებს გულძმარვას. მთავარია, წყალი დამდგარ ან დამჯდარ მდგომარეობაში დალიოთ და ამის შემდეგ არ წამოწვეთ.

უებარი საშუალებაა სოდა. 150-200 მლ წყალი და გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნაზავი მიიღეთ ყლუპ-ყლუპად, მცირე ულუფებით. სოდა ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. მისი რეგულარულად მოხმარება არ არის სასურველი.

სრულიად უსაფრთხოა გააქტიურებული ნახშირი. მისი მიღება ორსულებსაც კი შეუძლიათ. ის კუჭში ჭარბ მარილმჟავას ბოჭავს და გულძმარვაც ქრება. მიიღეთ ყოველ 10 კგ-ზე ერთი აბი ნახშირი.

კუჭის არეში არსებული დისკომფორტს მოგიწესრიგებთ თაფლი. გულძმარვის დროს მიირთვით ერთი ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი სადილის კოვზი თაფლი იქნება გახსნილი. ასევე, 100-200 მლ რძეს საუკეთესოდ შეუძლია კუჭის მომატებული მჟავიანობის განეიტრალება.

პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება გვირილის და პიტნის ნაყენიც.

გულძმარვა არასოდეს შეგაწუხებთ თუ:

·  არ მიიღებთ მწარე, ცხარე, მჟავე საკვებს.

·  შეზღუდავთ ალკოჰოლის მიღებას, რაც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

· ჭამის შემდეგ არ დაიძინებთ. ვახშმობა რეკომენდებულია დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

 

 

 

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე