ფოთში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება სსკ-ის 109-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ფოთში სამი პირი დააკავეს. დაკავება 2 ივლისს მომხდარ 44 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეს უკავშირდება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

დაკავება - Sputnik საქართველო
პატიმართა წამება საქართველოში: გერმანიიდან ბრალდებულის ექსტრადირება მოხდა

უწყების ინფორმაციით, სამივე მათგანი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0