ორ დღეში ორი შემთხვევა: ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა

CC BY 2.0 / Eugene Zemlyanskiy / Caution Tapeარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის დაშავებული, მძიმე გარეგანი და შინაგანი დაზიანებებით, ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გლდანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი კაბინის გარეშე გაიღო, ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტში ჩავარდა.

ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგონა დაიღუპა>>>

პირველადი ინფორმაციით, მას მძიმე გარეგანი და შინაგანი დაზიანებები აქვს მიღებული და ამ დროისთვის თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინ წყალტუბოში – 17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0