პოლიციის ლენტა

გორში პოლიციელი მოკლეს რა გახდა მკვლელობის მიზეზი

166
(განახლებულია 17:32 01.07.2020)
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხელ კვალზე დააკავა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გორში პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით მოკლეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მოკლული 44 წლის იყო და ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც პოლიციელის ბინა ჰქონდა ნაქირავები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შსს თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

166
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1559)
თბილისის საქალაქო სასამართლო

რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ექს-უფროსს გირაო შეუფარდეს

30
(განახლებულია 12:53 15.07.2020)
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

30
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მდინარე ჯუმი

მდინარეში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

62
(განახლებულია 11:11 15.07.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

სოფლის რწმუნებულის მამუკა ჯოლოგუას თქმით, ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული არასრულწლოვანის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 3 კილომეტრში ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

ბიჭი ადგილობრივებმა ბოლოს 13 ივლისს ნახეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ასევე მობილიზებული იყო დრონი და ექოლოტი.

62
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1559)
ქუთაისი

რატომ აღარ მოსწონთ მერებსა და მოადგილეებს თანამდებობები? ვინ შეელია სავარძელს

0
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებია - ჩინოვნიკები თანამდებობებს ტოვებენ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მერის ერთ-ერთმა მოადგილე ნინო თვალთვაძემ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თვალთვაძის გადადგომა ბოლო თვეებში ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის დატოვების რიგით მეექვსე შემთხვევაა. მარტსა და აპრილში საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს კასპის, თერჯოლის, ონის, ქუთაისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მერებმა.

„ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ამიტომაც, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქუთაისის სამსახურში. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა თვალთვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამ დროისთვის უცნობია თვალთვაძის გადადგომის მიზეზი და მისი სამომავლო გეგმები. მან ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის მაისში დაიკავა.

ორი დღით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გუნდში.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუმცა, ბათუმის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადრე, მერების გადადგომის ტალღასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), რომელმაც განაცხადა, რომ მოკლე პერიოდში არჩეული ჩინოვნიკების თანამდებობებიდან გადადგომა იწვევს ეჭვს და შეიძლება იგი „არაჯანსაღი პროცესის" შედეგი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილ ჩინოვნიკებს მოუწოდა საზოგადოებას საჯაროდ და ნათლად განუმარტონ გადადგომის მიზეზები.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება