პოლიციის თანამშრომელი

კახეთში ორმაგი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

128
(განახლებულია 23:11 29.06.2020)
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. ერთ-ერთი

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავში განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებულს ბრალი ედება ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაშიც.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

ერთი დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

128
თემები:
კრიმინალი საქართველოში (997)
ნაყოფის თოჯინა

ზუგდიდში დაურეგისტრირებელი ახალშობილი დამარხეს: შსს-მ გამოძიება დაიწყო

59
გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც შემდეგ ბავშვის მამამ დამარხა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ქალმა ჩვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, შემდეგ დაურეკა ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ახალშობილი დაამარხინა.

ახალნამშობიარებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინციდენტის შესახებ სწორედ ქალის მიერ კლინიკაში მიმართვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ექიმები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიაში არ ავრცელებენ.

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ახალშობილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

59
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სამაშველო ოპერაცია

გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში... მტკვარში მესამე დღეა 31 წლის ქალს ეძებენ

114
(განახლებულია 19:35 14.07.2020)
სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მცხეთაში მესამე დღეა, მდინარე მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ, იუწყება ქართული მედია.

31 წლის ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციას მისი გაუჩინარება შეატყობინა. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი.

არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

114
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:36 14.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

15 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

იზრდება ფიზიკური ძალა, იღვიძებს მამაკაცური ენერგია. შესანიშნავი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის. ხელსაყრელი დღეა საქმეების, მშენებლობის საფუძვლის ჩაყრისთვის, რემონტის დაწყების, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, მიმდინარე საქმეების განხილვა, დაგეგმვა, საბუღალტრო ოპერაციები, არქივებთან მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, უძრავი ქონების ყიდვა, მშენებლობის, რემონტის დაწყება, გამოფენების მოწყობა, სიტყვით გამოსვლა, კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

არარეკომენდებულია რთული პროექტების განხილვა. 

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეები კარგია სალონში ვიზიტისთვის. თმა კარგად გაიზრდება და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღეა ნიღბების გასაკეთებლად.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: კურო ნაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან (მღრღნელებთან) ბრძოლა.

უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დატენიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.

დეტალურად იხილეთ აქ>>

0