112-ის ცენტრი

„112“-ს დროებით ვერ დაუკავშირდებით: მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

134
(განახლებულია 19:13 28.06.2020)
ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარები შეფერხებით შედის. ხარვეზის აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განცხადებას ავრცელებს და ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარები შეფერხებით შედის.

მოქალაქეებმა, რომლებიც გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში 112-ზე დაკავშირებას ცდილობენ, შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე უნდა დარეკონ:

  • 032 2 411011- სახანძრო სამაშველო
  • 032 2 418505- საპატრულო (თბილისი)
  • 032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)
  • 595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)
  • 599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

„112“-ში განმარტავენ, რომ სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

134
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
სახანძრო მანქანა

რუსთავში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

68
ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, სხვა დაშავებული არავინაა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი ხუთშაბათს საღამოს რუსთავის მე-12 მიკრორაიონში გაჩნდა.

„ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მოსახლეობის დროული ევაკუაციის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების ოთხი ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდირების მიუხედავად, მათ ტერიტორია ჯერ არ დაუტოვებიათ.

საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა ფსიქიური პრობლემების მქონე მამაკაცმა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. სავარაუდოდ მან ბინიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. ამის შესახებ მაუწყებელს მისმა ძმამ განუცხადა.

68
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
მეხანძრე-მაშველები

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

95
ერთ-ერთი დაზარალებულის ვერსიით, ხანძარი გააჩინა ფსიქიკური პრობლემების მქონე მისმა ძმამ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავის მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, იუწყება პირველი არხი.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომლის ბინაშიც ცეცხლი გაჩნდა, განაცხადა, რომ ხანძარი სავარაუდოდ მისმა ძმამ გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდში სახლის გადაწვით იმუქრებოდა. მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში მისი ძმა და დედა იმყოფებოდნენ, დედამ გამოსვლა მოახერხა, თუმცა არაფერი იცის ძმის შესახებ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

დაზარალებულის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთ ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა, თუმცა, ვინაიდან მისი ძმა ეტლით მოსარგებლეა, მის მიღებაზე ყველა კლინიკამ უარი უთხრა.

ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ჟანგბადი დასჭირდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

 

95
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
სვანეთის კოშკები

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

0
(განახლებულია 00:09 10.07.2020)
ერთი პროექტისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 5-დან 50 ათას ევროს შეადგენს, კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროში პროექტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებში მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების 860 ათასი ევროს მოცულობის მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 24 თვით. ყველა დაგეგმილი ღონისძიებები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18:00 საათი თბილისის დროით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომელთა საქმიანობის ძირითადი ნაწილი პროექტით დაფარულ არეალებში ხორციელდება ან განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება >>

კონკურსი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტის - GRETA-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

GRETA-ს მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს - ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.                         

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში