სავაჭრო ცენტრი City Mall

ევაკუაციის ვიდეოკადრები „სითი მოლში“ - მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს

294
(განახლებულია 19:06 29.06.2020)
როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მათთან შეტყობინება არ შესულა

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საბურთალოს „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა და მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, „სითი მოლში“ სასწავლო განგაში იყო. მოქალაქეები მალევე უკან შეუშვეს.

როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მათთან შეტყობინება არ შესულა.

294
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1557)
ნაყოფის თოჯინა

ზუგდიდში დაურეგისტრირებელი ახალშობილი დამარხეს: შსს-მ გამოძიება დაიწყო

22
გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც შემდეგ ბავშვის მამამ დამარხა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ქალმა ჩვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, შემდეგ დაურეკა ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ახალშობილი დაამარხინა.

ახალნამშობიარებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინციდენტის შესახებ სწორედ ქალის მიერ კლინიკაში მიმართვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ექიმები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიაში არ ავრცელებენ.

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ახალშობილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

22
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1557)
სამაშველო ოპერაცია

გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში... მტკვარში მესამე დღეა 31 წლის ქალს ეძებენ

91
(განახლებულია 19:35 14.07.2020)
სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მცხეთაში მესამე დღეა, მდინარე მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ, იუწყება ქართული მედია.

31 წლის ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციას მისი გაუჩინარება შეატყობინა. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი.

არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

91
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1557)