„სიყვარული კორონავირუსის დროს", ანუ ქორწილი აკრძალულია

© photo: Sputnik / Stringerქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად მასობრივი ღონისძიებების აკრძალვისა, ერთ-ერთ სოფელში საქორწინო დღესასწაულის მოწყობას შეეცადნენ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის ზარდაბის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, კარანტინის რეჟიმის დაცვის კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა ჩაშალეს ქორწილი, რომელიც დარღვევებით მიმდინარეობდა. ფინალი – დღესასწაული ჩაშლილი, ხოლო ადამიანები – დასჯილი.

კორონავირუსი კრძალავს: რა მოთხოვნები წამოაყენა სიძე–პატარძალმა და მაყრიონმა კანცელარიასთან>>

ქვეყნის შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქორწილში დაახლოებით 25 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციელებმა შეკრებილთაგან 14 ადამიანი დააკავეს. სასამართლომ მათ თითოეულს 100 მანათის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ისე სახლში. ასევე იკრძალება ათზე მეტი ადამიანის შეკრება.

ყველა ახალი ამბავი
0