„ოქროს მოწმეები“, მორაგბეები, ფოტოგრაფი – ვინ ამბობს სიმართლეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმის ახალი დეტალები, რაც რკინის ხელკეტებს ეხება, რომლითაც თითქოსდა შეიარაღებული იყვნენ თბილისიდან ჩასული მორაგბეები, გუშინ ერთ-ერთი მოწმის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა გაავრცელა.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ახალგაზრდებს, რომლებიც „ტოიოტა ქამრის“ მარკის იმ ავტომობილში იმყოფებოდნენ, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს, შაქარაშვილის გაუჩინარებასთან კავშირი არ აქვთ, განაცხადა დაკითხული მორაგბეების ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„დამკითხეთ შაქარაშვილის საქმეზე...” – მიშა კაჭკაჭიშვილის სკანდალური პოსტი

მისი თქმით, ავტომობილში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა ავტომობილი ყველაზე გვიან დატოვეს, გარდა ამისა, რკინის ხელკეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, აღნიშნული ავტომობილის არც ერთ მგზავრს არ ეკუთვნის.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ შაქარაშვილის საქმეზე გუშინ ერთ-ერთი „ოქროს მოწმის“ მიერ გაკეთებული განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გიორგი არ იმყოფებოდა ადგილზე, როდესაც იქ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მივიდნენ.

„როგორც იცით, გუშინ ერთი მოწმე გამოვიდა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც მას თვალით არ უნახავს. კერძოდ, მან თქვა, რომ როდესაც მანქანა მიუახლოვდა, ორი ადამიანი გაიქცა და რომ ეს თავად იგი და გიორგი შაქარაშვილი იყვნენ. ისინი კი სულ ექვსნი იყვნენ. ლოგიკას რომ გავყვეთ, როდესაც ჩვენი კლიენტები გამოჩნდნენ, გიორგი შაქარაშვილი ადგილზე უკვე არ იმყოფებოდა. ანუ ვერსია, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა შაქარაშვილი ბოლოს ნახეს, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტია, მოწმემ დაადასტურა, რომ ბოლო ავტომობილის მისვლამდე გიორგი იქ აღარ იყო“, – განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატი ასევე შეეხო მეორე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს და მასში მყოფ ახალგაზრდებს. მისი თქმით, რკინის ხელკეტი სწორედ ამ ავტომობილის ერთ-ერთ მგზავრს ეკუთვნის, რომელიც საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე: მკვლელობა თუ... რა დაადგინა ექსპერტიზამ

მისი თქმით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მგზავრებმა „ტოიოტა ქამრიში“ მყოფ ახალგაზრდებს დაურეკეს და უთხრეს, რომ თავის „ნაცნობებს“ ეძებდნენ, რადგანაც სურდათ კონფლიქტის მოგვარება და დაძაბულობის განეიტრალება.

„მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ამ კონფლიქტში ჩვენი კლიენტების მონაწილეობა ნულის ტოლია, ისინი ადგილზე გვიან მივიდნენ და, დიდი ალბათობით, კონფლიქტი და ეს ფატალური ინციდენტიც იმ დროისთვის უკვე მომხდარი იყო“, – განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების სურვილი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გარკვევაში „ინტელექტუალური დახმარება“ იყო და ისინი აგრესიულად არ იყვნენ განწყობილი. ამიტომაც სწორედ მათ ჩამოიყვანეს „ოქროს მოწმე“, გიორგი შაქარაშვილი მეგობარი გური ა. თბილისში. გზაში მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა, რასაც საკუთარ ჩვენებებში ადასტურებს თავად გური ა.

საქმის ახალი დეტალები, რომელიც რკინის ხელკეტებს ეხება, რომლითაც თითქოსდა შეიარაღებული იყვნენ თბილისიდან ჩასული მორაგბეები, გუშინ ერთ-ერთი მოწმის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა გაავრცელა.

მისი სიტყვებით, მის კლიენტს აღნიშნული ხელკეტით მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

„მას გატეხილი აქვს ცხვირი და შუბლი. ეს ტრავმები მან ხიდზე მიიღო. ვინც მას სცემდა, მათ ხელში რკინის ხელკეტები ეჭირათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ქასრაშვილის თქმით, მისმა კლიენტმა ინციდენტის შემდეგ პოლიციას არ მიმართა, იგი ასევე არ ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებმაც იგი თბილისში ჩამოიყვანეს. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხეს

გუშინვე ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი „ოქროს მოწმე“ გამოჩნდა. საუბარია ფოტოგრაფზე, რომელიც იმ წვეულების გადასაღებად იმყოფებოდა, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.

იმ ტრაგიკული მოვლენების დროს ფოტოგრაფი შემაღლებულ ადგილზე იმყოფებოდა და კარგად უნდა დაენახა, თუ რა ხდებოდა იმ ადგილთან ახლოს, სადაც მეოთხე დღეს გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, რომელიც მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა, 18 ივნისის საღამოს შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე, მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა. იმ საღამოს იქ 35-დან 40 ადამიანამდე იყო შეკრებილი. ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. კონფლიქტის დროს გიორგიმ გაქცევა შეძლო. თუმცა იგი ამის შემდეგ არავის უნახავს. ფეხბურთელის ცხედარი ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარი ფაქტიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 50-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0