სიღნაღში ავტოავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ხაზი
არ გადაკვეთო დანაშაულის ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ცნობით, გასულ წელს საქართველოში ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვი, ხოლო დაშავდა 7,9 ათასი ადამიანი, აქედან 318 ბავშვი.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარ ავტოავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც დედა–შვილი გადააადგილდებოდა, ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა – შედეგად გარდაიცვალა სამი წლის ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილის წინა სავარძელზე იჯდა. 

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს საქართველოში ავარიების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს საქართველოში 5,8 ათასი ავარია მოხდა, რომელსაც სამართლებრივად დასჯადი მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვია, ხოლო დაშავდა 7,9 ათასი ადამიანი, აქედან 318 ბავშვია.

ყველა ახალი ამბავი
0