ახალშობილი

ჩვილი 5 ათას დოლარად: როგორია ახალშობილთა გაყიდვის სქემა საქართველოში

262
(განახლებულია 20:09 23.06.2020)
სასამართლოს წინაშე წარდგება პირი, რომელმაც ჩვილი 5 ათას დოლარად იყიდა და სამოქალაქო რეესტრში ბავშვის მამად დარეგისტრირდა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ახალშობილით ვაჭრობის ბრალდებით დუშეთში სამი პირი – ჩვილის მშობლები და მყიდველი დააკავეს, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მათ ბავშვის გაყიდვა განიზრახეს. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელიც 5 ათას დოლარად ბავშვის ყიდვას დათანხმდა.

მამაკაცი სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც ახალშობილის მამა და დაბადების მოწმობა აიღო. შემდეგ კი, შეთანხმებისამებრ, 5 ათასი აშშ დოლარი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

262
თემები:
კრიმინალი საქართველოში (995)

უბედური შემთხვევა სვანეთში: მაშველები მდინარეში მანქანით გადავარდნილ კაცს ეძებენ

41
მესტიის მუნიცპალიტეტის სოფელ მულახში ადგილობრივ მოსახლეს ეძებენ, რომელის ავტომობილით გადავარდა მდინარე მულხურაში. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც დაკარგული მამაკაცის მოძებნასა და ავტომობილის მდინარიდან ამოღებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Mitsubishi Delica–ს მძღოლი 45 წლის მამაკაცი იყო. მისი პოვნა ჯერჯერობით არ ხერხდება.

41
თეგი:
საქართველო
მტკვარი

მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

110
(განახლებულია 17:25 13.07.2020)
ცნობილია, რომ დაკარგული დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა. ავტომობილში გამოსამშვიდობებელი წერილი იპოვეს.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მდინარე მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეარხის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ მისმა მეგობარმა განაცხადა.

ქალის საძიებო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მტკვრის სანაპიროზე ქალის ავტომობილი იპოვეს, რომლითაც ის ვანიდან ჩამოვიდა. ავტომობილში ნახეს გამოსამშვიდობებელი წერილი. სხვა დეტალებზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

110
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ჰაკერი

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული

0
(განახლებულია 18:05 13.07.2020)
სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე უცნაური ლინკები შენიშნეს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული. ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებგვერდი „წონიანია“, რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით, სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება.

Web Archive-ის შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1 ივნისიდან ფიქსირდება.

0