როგორ ითვისებდნენ უცხოური კომპანიების თანხებს საქართველოში: საქმეს პროკურატურა იძიებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ოდენობით სხვისი ქონების უკანონოდ მითვისების გამო დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის თაღლითურად მითვისების ფაქტზე სამი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, უცხოურ კომპანიებს 134 962 ევროს ოდენობის ზიანი მიადგათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უცხოური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა.-ს მითითებით და დავალებით ო.კ.-მ და დ.ქ.-მ, საქართველოში ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ანალოგიური სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
ფრთხილად! კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიბერთაღლითობის რისკი იზრდება

მომხდარი მოვლენები 2020 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში მოხდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჰაკერების დახმარებით ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს, მათი ბიზნესსაქმიანობა შეისწავლეს და შეცდომაში შეყვანის მიზნით რეალური ბიზნესპარტნიორი კომპანიების საბანკო რეკვიზიტები შეცვალეს, აღნიშნავენ პროკურატურაში.

ამგვარად, მსხვილი ფულადი თანხები ჩაირიცხა არა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ანგარიშებზე, არამედ თაღლითების ანგარიშებზე საქართველოში.

დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღკვეთის ღონისძიების სახით სამივეს პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძება დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად გრძელდება.



ყველა ახალი ამბავი
0