პოლიციის ლენტი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა

187
დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა, იუწყება ქართული მედია.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

187
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1559)
თბილისის საქალაქო სასამართლო

რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ექს-უფროსს გირაო შეუფარდეს

38
(განახლებულია 12:53 15.07.2020)
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

38
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მდინარე ჯუმი

მდინარეში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

68
(განახლებულია 15:31 15.07.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

სოფლის რწმუნებულის მამუკა ჯოლოგუას თქმით, ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული არასრულწლოვანის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

ბიჭი ადგილობრივებმა ბოლოს 13 ივლისს ნახეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ასევე მობილიზებული იყო დრონი და ექოლოტი.

68
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1559)
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები

რუსეთი ახალ ფლოტს ქმნის: 16 ივლისს ერთდროულად ექვსი ხომალდის აგება იწყება

0
(განახლებულია 14:39 15.07.2020)
რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს შეიარაღებაზე 2018–2027 წლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ერთ–ერთი პრიორიტეტი რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ხომალდების შემადგენლობის განახლებაა.

ეს საშუალებას მისცმს ფლოტს, წარმატებით შეასრულოს ამოცანები და დაიცვას ეროვნული ინტერესები — რუსეთის საზღვაო დოქტრინის შესაბამისად.

გამოცემა FlotProm–ის წყარო იუწყება, რომ 16 ივლისს ქვეყნის სამ ვერფზე ერთდროულად ექვსი გემისა და სუბმარინის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

სამხედრო–საზღვაო ფლოტი ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებაში. 2018–2027 წლების სახლემწიფო პროგრამის რეალიზაციაზე სულ 20 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალზედა გემების, სუბმარინებისა და სამხედრო ფლოტების ბაზების აგებაზე დაიხარჯება.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკისა სინქრონიზებულ მიწოდებას და ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბრძოლო ხომალდების, თვითმფრინავებისა და ჯვშანტექნიკის წარმატებული და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის.

სამხედრო მეზღვაურები 2020 წელს, პირველად 28 წლის განმავლობაში, ერთდროულად ექვს წყალქვეშა ნავს მიიღებენ: ოთხ ატომურსა და ორსაც დეზელ–ელექტრონულს. შეიარაღების სახელმწიფო პროგრამაში სამხედრო–საზღვაო ფლოტის თანამედროვე შეიარაღების წილმა 63%-ს გადააჭარბა, რაც შესამჩნევად აღემატება მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს (50%-მდე). მიზანი თანამედროვე შეიარაღების 70%-ია. და რუსეთის სახმედრო–საზღვაო  ფლოტი 2027 წლამდე სულ ახალი პროექტების 180–ზე მეტ ხომალდს მიიღებს. გათვალისწინებული ატომური წყალქვეშა კრეისერების — Ясень-М–ისა და Борей-Б–სასევე ზეზუსტი სარაკეტო იარაღის მქონე წყალზედა გემებისა და ორი ვერტმფრენმზიდის აგება.

პეტერბურგის სარაკეტო ფრეგატები

შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის საზღვაო ნაწილის პრიორიტეტბი — ეს პროექტ 20385–სა და 20386–ის კორვეტების, ასევე პროექტ 22350–სა და 22350М–ის ზეზუსტი იარაღის, ფრთოსანი (Калибр-НК) და ჰიპერბგერითი რაკეტების (Циркон) მქონე  ფრეგატების აგებაა. სანქტ–პეტერბურგის ჩრდილოეთის ვერფზე 16 ივლისს ერთბაშად ორი ფრეგატის მშენებლობა დაიწყება 22350 პროექტიდან. ეს შორი საზღვაო ზონის ხომალდები მეშვიდე და მერვე იქნება „ადმირალის“ სერიაში. მათ ადმირალ ივან იუმაშევისა და ემილ სპირიდონოვის სახელებს უწოდებენ.

შორი საზღვაო ზონის თანამედროვე ფრეგატების დანიშნულება, რომელთა წყალწყვა 5 ათასი ტონაა, წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების მოძებნა და განადგურებაა.

პროექტ 22350–ის ფრეგატი შეიარაღებულია „ონიქსის“, „კალიბრ –НК–ს“ ან „ცირკონის“ 16 ფრთოსანი რაკეტით, რომლებსაც მოწინააღმდეგის ხომალდებისა და სანაპირო სამიზნეების განადგურების უნარი აქვს. ღია წყაროების ინფორმაციით, კომპლექს „ცირკონის“ ჰიპერბგერითი რაკეტა 3М22, 400 კმ სიშორით, სტარტს უნივარსალური ვერტიკალური გამშვები დანადგარიდან, 3С14–დან ირებს, რომელიც ასევე გამოიყენება „კალიბრისა“ და ონიქსის“ რაკეტების გასაშვებად. მოსახერხებელი შენაცვლებადობა თითოეული საბრძოლო დავალებისადმი დიფერენცირებულ მიდგომას ხდის შესაძლებელს. ფრეგატის წყალქვეშა დაცვის სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ატმოსფერულ სისტემას ჰგავს და ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.  ხომალდის  კორპუსი შემჩნევადობის შემცირების ტექნოლოგიითაა შექმნილი და მოწინააღმდეგის რადიო–ლოკაციურმა სადგურმა ის უბრალოდ შეიძლება ვერც აღმოაჩინოს. ხომალდი–უჩინმაჩინი 500 მლნ დოლარამდე ღირს, სამაგიროდ სარაკეტო ხომალდების მტელი სერია ფლოტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

სევეროდვინსკის ჩუმი სუბმარინები

რუსეთია ახალ საზღვაო ფლოტს ქმნის, რომელსაც ეროვნული ინტერესების დაცვის უნარი ექნება მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. რაშიც „იასენის“ სერიის შვიდი ხომალდი მნიშვნელოვან დახმარებას გასწევს. პროექტ 885М Ясень-М–ის ორ ატომურ წყალქვეშა კრეისერს 16 ივლისს ჩაეყრება საფუძველი სევეროდვინსკში. თანამედროვე მრავალსამიზნიანი სუბმარინები აღჭურვილი იქნება „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ფრთოსანი და ზებგერითი რაკეტებით ასევე ჰიპერბგერითი „ცირკონებითა“ და 533-мм ტორპედოებით. მათ სახელებად „ვლადივოსტოკი“ და „ვორონეჟი“ დაერქმევა. პროექტ 885М Новосибирск–ის პირველი სერიული მრავალსამიზნიანი სუბმარინა წყალში გასული წლის ბოლოს ჩაუშვეს, და მალე წკიპაში საბრძოლო სამსახურში გავა.

მოდერნიზებული Ясень–ის ძირითად ამოცანა — ეს პოტენციური მოწინააღმდეგის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა კრეისერებისა თუ ავიამზიდი დაჯგუფებების თვალთვალი, სამიზნეებისა და საფრთხეების გასანადგურებლად მუდმივი მზადყოფნაა. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მარტო ერთი ამერიკული რაკეტმზიდი „ოჰაიო“ 24 ბალისტიკური რაკეტა UGM-133 ტრაიდენტ II D5–ითაა აღჭურვილი, რომელთაგან თითოეულში W88–ის 475 კილოტონიანი 12 ბირთვული ბოეგოლოვკაა მოთავსებული. რუსმა სამხედრო მეზღვაურებმა თითოეულ ასეთ არსენალს გამუდმებით უნდა უთვალთვალოს საბრძოლო პატრულირების ზონაში.

პროექტ 885Мის ნაკლებშესამჩნევ ატომურ წყალქვეშა კრეისერს 13 800 ტონა წყალწყვით, უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რაც მაღალტექნოლოგიური სისტემებითა და შეიარაღების კომპექსებითაა უზრუნველყოფილი. სუბმარინა აღჭურვილია ОК-650В–ის დიდი საიმედოობის ბირთვული რეაქტორებით და 520 მეტრამდე სიღრმეზე მოქმედების უნარი აქვს. მისი ავტონომიურობა 100 დღე–ღამეა, წყალქვეშა სიჩქარე —31 კვანძი, ეკიპაჟი კი 64 კაცისგან შედგება.

ყირიმული სალამი „მისტრალებს“

ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივში“ 16 ივლისს პროექტ 23900–ის ორ უნივერსალურ სადესანტო ხომალდს ჩაეყრება საფუძველი (ფრანგული „მისტრალების“ ანალოგი).  და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მანამდე მსგავსი ხომალდები არ იგებოდა, ეჭვი არ არის, რომ ისინი ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ფლოტში 2026 წლამდე შევა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლრდ რუბლია. რუსეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში დაადასტურა 25 ათას ტონამდე წყალწყვის მსხვილი სადესანტო ხომალდების ქონის აუცილებლობა, რომლებსაც შორეულ რაიონებში რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ოპერატიული ყოფნის უზრუნველყოფა შეეძლება.  

ახალი ხომალდების ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. მანამდეგავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე განთავსდება 16–20 ვერტმფრენი, სადესანტო და მოიერიშე კატარღები, 75 ერთეული ჯავშანტექნიკა, საშტატო შეიარაღების მქონე დაახლოებით 1 000 საზღვაო ქვეითი, მნიშვნელოვანი არსენალი და ჯარებისა და ძალების ოპერატიული დაჯგუფება. — არტილერიის,  საზენიტო სარაკეტო კომპლექსების, ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების, ნავიგაციისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისა, საბრძოლო მართვის ინტეგრირებული სისტემების ჩაუთვლელად. ამ ურთულესი ხომალდის ძირითადი დანიშნულება — ეს სადესანტო ოპერაციისას ათასობით საზღვაო მილზე დესანტის გადასროლა და გადასხმაა მოუწყობელ სანაპიროზე  — ვერტმფრენებისა და სახომალდ ავიაჯგუფის მონაწილეობით.

იმ ხომალდების შესაძლებლობების ანალიზისას, რომლებსაც 16 ივლისს ჩაეყრება საფუძველი სანქტ–პეტერბურგში, სევეროდვინსკსა და ქერჩში, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მძლავრი და ჰარმონიული განვითარების ნიშნები ჩანს, რომელიც მეზობლების დასაშინებლად კი არ იგება, არამედ აგრესორისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად წყალზედა და წყალქვეშა გარემოში, ასევე სამხედრო მოქმედებების სანაპირო თეატრებზე. რუსეთის ფლოტის მთავარი მიზანი — ეს ეროვნული ინტერესების, საზღვრებისა და მოკავშირეების დაცვაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0