ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა გაიხსნება

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი მცხეთის ტერიტორიიდან ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის 20-21 ივნისს დაგეგმილია ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს ორი დღეა ეძებენ. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიიდან უკვალოდ გაქრა.

უწყების ცნობით, ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.
სამაშველო ოპერაცია მტკვარზე - Sputnik საქართველო
სახიფათო ბანაობა: მტკვარში დღეს ორი ადამიანი დაიხრჩო

კერძოდ, გრძელდება სამაშველო ღონისძიებები ნარეკვავის დასახლებაში, მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

ზუგდიდში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო >>

შაქარაშვილი „საბურთალოს“ სარეზერვო გუნდში ასპარეზობს, რომელიც საქართველოს რანგით მესამე ლიგაში მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ლიგაში ერთადერთი მატჩი ტყიბულის „მეშახტესთან“ ჩაატარა. შაქარაშვილმა აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0