სოფელ ბაზალეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გამოწერა
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევის ეზოდან 5 ერთეული, უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის მრგვალი მორი ამოიღეს

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში  არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის ეზოდან 5 ერთეული, დაუფირნიშებელი, უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის მრგვალი მორიც ამოიღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რადგანაც ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0