აქციის დაშლა

რა ოდენობით კომპენსაციას ითხოვენ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები შსს-სგან

69
(განახლებულია 21:44 18.06.2020)
გასული წლის ივნისში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შსს-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) იუწყება, ახალგაზრდები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსარჩელეებს შორის ერთი ჟურნალისტი და აქციის ორი მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია დაიცავს. 

ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზარალდა – მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. იგი ძალოვანი უწყებისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

მეორე მოსარჩელე აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაშავდა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რეზინის ტყვიები მაშინ მოხვდა, როდესაც სხვა დაშავებულების დახმარებას ცდილობდა. თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა, რაც მის შრომისუნარიანობაზე ნეგატიურად აისახა. აღნიშნულის გამო იგი შსს-სგან, მორალურ ზიანთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

მესამე მოსარჩელეც ასევე რეზინის ტყვიის შედეგად დაშავდა, მას ტყვია ქვედა ყბის არეში მოხვდა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, დაზარალებული დამატებით მკურნალობას მომავალშიც საჭიროებს. აქციის ეს მონაწილე ამ ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ახლო მომავალში საია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დაზარალებულების სახელითაც წარადგენს სარჩელებს.

საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობდნენ, არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.

69
ნაყოფის თოჯინა

ზუგდიდში დაურეგისტრირებელი ახალშობილი დამარხეს: შსს-მ გამოძიება დაიწყო

54
გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც შემდეგ ბავშვის მამამ დამარხა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ქალმა ჩვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, შემდეგ დაურეკა ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ახალშობილი დაამარხინა.

ახალნამშობიარებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინციდენტის შესახებ სწორედ ქალის მიერ კლინიკაში მიმართვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ექიმები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიაში არ ავრცელებენ.

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ახალშობილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

54
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სამაშველო ოპერაცია

გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში... მტკვარში მესამე დღეა 31 წლის ქალს ეძებენ

111
(განახლებულია 19:35 14.07.2020)
სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მცხეთაში მესამე დღეა, მდინარე მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ, იუწყება ქართული მედია.

31 წლის ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციას მისი გაუჩინარება შეატყობინა. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი.

არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

111
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ქალი ოკეანის სანაპიროზე

15 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 09:57 14.07.2020)
გაეცანით 15 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–22 ივლისი

12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72. 

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.

15 ივლისს დაბადებულები

15 ივლისს მტკიცე ხასიათის ადამიანები იბადებიან, არიან ფრთხილი, კონცენტრირებული დასახული მიზნის მიღწევაზე, არ უყვართ გარისკვა. ხასიათის ეს თვისებები მათ არასწორ გზაზე გადახვევისგან იცავს. არიან კარგი ორგანიზატორები, მასწავლებლები და ხელმძღვანელები. აქვთ ინტერესი მისტიკური და იდუმალი სფეროებისადმი. იღბალი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ.

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი>>

ოჯახურ ცხოვრებაში შესაძლოა სირთულეები, მაგრამ ბუნებრივი მომხიბვლელობის წყალობით კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება შეუძლიათ. ასევე იღბალი სდევთ ფინანსურ საკითხებში. მუდამ ფორმაში არიან, შეუძლიათ ბევრი საქმის გაკეთება, ამიტომ ხანდახან მოდუნება ნამდვილად არ აწყენთ.

15 ივლისს დაბადებულებს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებაში შეუძლიათ ჩართონ არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ ნაკლებად ახლობელი ადამიანებიც. ახერხებენ ყველაფრის გაკონტროლებას, რაც მათ გარშემო ხდება. გარშემომყოფების მიმართ ყველაფერ აკეთებენ, რომ საწყის პროცესში ჩართონ, შემდეგ კი მათ გარკვეული მიმართულებით სვლას აიძულებენ.

ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია სრული სიმშვიდის მოპოვება, სხვაგვარად ემოციური ზეგავლენის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. მათ საზოგადოებისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ, თუ თავიანთ ენერგეტიკულ პოტენციალს საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაუმჯობესებისკენ მიმართავენ.

ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს>>

15 ივლისს დაბადებულებს უყვართ, როდესაც თავიანთ წარმატებებს სხვა ადამიანებს უზიარებენ. ყველანაირად ცდილობენ, შეინარჩუნონ მოპოვებული მატერიალური სიმდიდრე თავიანთთვის და თავიანთი ოჯახებისთვის. ისინი პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე ახლობლების, მეგობრების, ნათესავების გამო. უნდა ერიდონ სხვების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის.

ჯანმრთელობა

15 ივლისს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია, არაფერში გადააჭარბონ, რასაც მათი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. მაგალითად, არ უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელები, არ მოწიონ. თუ გააკონტროლებენ თავიანთ ემოციურობას, ეს მათ ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება. ამ ადამიანებმა ასევე არ იციან ზომიერების დაცვა კვების მხრივ. რაც შეეხება, ფიზიკურ აქტივობას, წაადგებათ, მაგალითად, სირბილი, აერობიკა, თუმცა, ზომიერება აქაც უნდა დაიცვან.

რჩევა:

დაიცავით ჯანსაღი ცხოვრებისეული ბალანსი, ერიდეთ სხვადასხვა უსიამოვნებას, სტრესულ მომენტებს. მცირე პრობლემები სიფრთხილითა და მოთმინებით გადაჭერით და ზოგადად, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.

0