სამაშველო ოპერაცია მტკვარზე

სახიფათო ბანაობა: მტკვარში დღეს ორი ადამიანი დაიხრჩო

119
(განახლებულია 20:11 17.06.2020)
დღეს ორი უბედური შემთხვევა მოხდა – თბილისში და მარნეულში ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი მოზარდის გადარჩენა კი მოხერხდა.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ათი წლის ბიჭი დაიხრჩო, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში – 20 წლის მამაკაცი. ორივე შემთხვევა მდინარე მტკვარზე მოხდა.

ფონიჭალაში მდინარეში საბანაოდ ორი მოზარდი შევიდა. მათი გაუჩინარების შესახებ შეტყობინება „112“-ის სამსახურში შევიდა.

ერთ-ერთი მოზარდი მალევე გამოიყვანეს ნაპირზე, ის შოკურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე კი დინებამ წაიღო და მისი ადგილსამყოფელის დადგენა სწრაფად ვერ მოხერხდა.

„მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე მდინარის სანაპირო ზოლზე.  სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

რაც შეეხება სოფელ ქეშალოში მომხდარ უბედურ შემთხვევას, მდინარეში საბანაოდ ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელიც, სავარაუდოდ, დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო.

ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

119
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
სახანძრო მანქანა

რუსთავში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

66
ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, სხვა დაშავებული არავინაა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი ხუთშაბათს საღამოს რუსთავის მე-12 მიკრორაიონში გაჩნდა.

„ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მოსახლეობის დროული ევაკუაციის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების ოთხი ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდირების მიუხედავად, მათ ტერიტორია ჯერ არ დაუტოვებიათ.

საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა ფსიქიური პრობლემების მქონე მამაკაცმა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. სავარაუდოდ მან ბინიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. ამის შესახებ მაუწყებელს მისმა ძმამ განუცხადა.

66
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
მეხანძრე-მაშველები

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

92
ერთ-ერთი დაზარალებულის ვერსიით, ხანძარი გააჩინა ფსიქიკური პრობლემების მქონე მისმა ძმამ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავის მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, იუწყება პირველი არხი.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომლის ბინაშიც ცეცხლი გაჩნდა, განაცხადა, რომ ხანძარი სავარაუდოდ მისმა ძმამ გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდში სახლის გადაწვით იმუქრებოდა. მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში მისი ძმა და დედა იმყოფებოდნენ, დედამ გამოსვლა მოახერხა, თუმცა არაფერი იცის ძმის შესახებ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

დაზარალებულის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთ ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა, თუმცა, ვინაიდან მისი ძმა ეტლით მოსარგებლეა, მის მიღებაზე ყველა კლინიკამ უარი უთხრა.

ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ჟანგბადი დასჭირდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

 

92
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
კანიე უესტი

პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 09:50 10.07.2020)
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო არჩევნებშო მონაწილეობის მისაღებად პირველი ნაბიჯი გადადგა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანია იმით დაიწყო, რომ თავად დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში. უსეტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე გამოაქვეყნა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო, რომელზეც სარეგისტრაციო ოფისში მისი ვიზიტია აღბეჭდილი.

​„მე მინდა ყველას განახოთ, რამდენად მარტივია ხმის მიცემა“, — ამბობს რეპერი.

ვიდეოში ის ხსნის, რა წერია სარეგისტრაციო ანკეტაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ავტომობილის მართვის მოწმობის მონაცემები — რომელიც აშშ–ში პიროვენბის სტანდარტულ მოწმობად გამოიყენება, სქესი, ტელეფონი, მისამართი, მონაცემები პოლიტიკური კუთვნილების შესახებ.

უესტის განმარტებით, ანკეტა ასევე შეიცავს გრაფას, სადაც საჭიროა ხელმოწერა ამომრჩევლის ფიცზე.

კადრებზე ასევე დაფიქსირებულია რეპერის საუბარი ოფისისი თანამშრომელთან, რომელიც მუსიკოსს პასუხობს შეკითხვაზე, რატომ ვერ აძლევს ხმას ბევრი მსჯავრდებული.

მანამდე კანიე უესტმა გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს