პოლიციის ლენტი

ბათუმში ავარიაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა

75
(განახლებულია 20:22 16.06.2020)
გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დამნაშავე პირს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

პატარა გოგონას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა მამასთან და ძმასთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

75
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1554)

უბედური შემთხვევა სვანეთში: მაშველები მდინარეში მანქანით გადავარდნილ კაცს ეძებენ

52
(განახლებულია 19:02 13.07.2020)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში ადგილობრივ მოსახლეს ეძებენ, რომელიც ავტომობილით გადავარდა მდინარე მულხურაში. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც დაკარგული მამაკაცის მოძებნასა და ავტომობილის მდინარიდან ამოღებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Mitsubishi Delica-ს მძღოლი 45 წლის მამაკაცი იყო. მისი პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

52
თეგი:
საქართველო
მტკვარი

მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

122
(განახლებულია 17:25 13.07.2020)
ცნობილია, რომ დაკარგული დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა. ავტომობილში გამოსამშვიდობებელი წერილი იპოვეს.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მდინარე მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეარხის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ მისმა მეგობარმა განაცხადა.

ქალის საძიებო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მტკვრის სანაპიროზე ქალის ავტომობილი იპოვეს, რომლითაც ის ვანიდან ჩამოვიდა. ავტომობილში ნახეს გამოსამშვიდობებელი წერილი. სხვა დეტალებზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

122
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1554)
თამო ვაშალომიძე

იუბილარ თამო ვაშალომიძეს შეყვარებულმა არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყო - ვიდეო

0
(განახლებულია 17:11 13.07.2020)
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია. მისი შვილის მამასთან დაშორებისა და დიდი პაუზის შემდეგ მან მორიგი სიყვარული იპოვა. ნახეთ როგორი დაბადების დღე გადაუხადა საყვარელმა მამაკაცმა

დრამატულად დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების მიუხედავად, თამო ვაშალომიძე საკუთარ თავში ძალას პოულობს და ცხოვრებას თავიდან იწყებს. რამდენიმე წლის წინ თამოს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი შეუყვარდა, რომელმაც არ ისურვა კამერების წინ გამოჩენა. ცოტა ხნის შემდეგ ფოტომოდელმა აღნიშნა, რომ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა იმის გამო დაეძაბა, რომ მას ოჯახი, ცოლ-შვილი ჰყავს.

View this post on Instagram

happy birthday to me 😍♥️🎉

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, სკანდალურმა თამომ მამაკაცს ქალიშვილი სოფია აჩუქა. მათი ურთიერთობა მყარი არ გამოდგა. წყვილის სიყვარული პატარა სოფიას დაბადებამაც არ გაამყარა. მამაკაცი პირველ ცოლსა და ოჯახს დაუბრუნდა. თამომ კი ახალი სიყვარულის ძიება დაიწყო. ახალი წყვილი ერთად რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მამაკაცის გარეგნობამ უამრავი ქალბატონი აღაფრთოვანა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი კამერებს არ უშინდება და მათ მალე ქართული ტელესივრცის რეიტინგულ გადაცემებში ვიხილავთ.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და შეუყვარდათ. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. შეყვარებული ქალის განებივრება სურათებზეც შეიმჩნევა. აკა სამხარაძესთან ერთად გამოქვეყნებულ უკანასკნელ ფოტოზე კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საყვარელი ქალისადმი. ახალგაზრდა ბიზნესმენმა იუბილარ ფოტომოდელს ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეში“ არაჩვეულებრივი სიურპრიზი და საჩუქრების წვიმა მოუწყო. ვაშალომიძე ახლა განსაკუთრებულად ბედნიერია.

რამდენიმე თვეა თამო ვაშალომიძე საზოგადოებას სექსუალური ხასიათის ფოტოებს აღარ უზიარებს. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ გაუჩინარებამ და დროებითმა პაუზამ მიიქცია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მისი ახალი პარტნიორია. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია.

0