54 წლის მამაკაცი Facebook-ზე შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგონას ემესიჯებოდა

გამოწერა
ბრალდებული არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ცხოვრების შესახებ ორი წლის განმავლობაში სისტემატურად სწერდა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 54 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

უწყების ცნობით, ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით 12 წლის გოგონას გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო- და ფოტომასალას სისტემატურად უგზავნიდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მამაკაცი Facebook-სა და ВКонтакте-ში საკუთარი შვილის სახელით იყო დარეგისტრირებული და უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას სისტემატურად უკავშირდებოდა და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო- და ფოტომასალას უგზავნიდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებებია დაფიქსირებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით („ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0