ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე: ახალი ინფორმაცია

© Sputnik / Alex Shlamovვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის
ვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯიხურების მეპატრონეები საქონლის გადარჩენას ცდილობენ.

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ვარკეთილში ე.წ. „თათრების ბაზრობაზე“ გაჩენილ ხანძარს 25 სახანძრო ბრიგადა ებრძვის, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

დიდი ხანძარი თბილისის გარეუბნის სასურსათო და ტანსაცმლის ბაზარში - ვიდეო - Sputnik საქართველო
დიდი ხანძარი თბილისის გარეუბნის სასურსათო და ტანსაცმლის ბაზარში - ვიდეო

„ბაზრობაზე, კალაუბნისა და ჯავახეთის კვეთაზე იწვის ბაზრობა, ფართობი არის ძალიან დიდი. ადგილზეა მობილიზებული 21 სახანძრო ავტოსისტემა, ასევე, ჯგუფები დამატებით გამოგზავნილი არის რუსთავიდან და წყნეთიდან. მეხანძრე-მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება“, - განაცხადა კერესელიძემ.

© Sputnik / Alex Shlamovვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის
ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე: ახალი ინფორმაცია - Sputnik საქართველო
ვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის

პირველი არხის ინფორმაციით, ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.  ტერიტორიის პერიმეტრი გადაკეტილია, ირგვლივ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობაა შეკრებილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯიხურების მეპატრონეები საქონლის გადარჩენას ცდილობენ. სიტუაციას ართულებს ის, რომ ხანძრის კერასთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური. 

ყველა ახალი ამბავი
0