რეალობა თუ მონაგონი: 13 წლის გოგონა ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

CC BY 2.0 / Exercise Tradewinds 2009 / PHOTO Tradewinds 2009დაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი დაკავებულია, მაგრამ ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გოგონამ ყველაფერი მოიგონა. სიმართლის დადგენა სასამართლოს მოუწევს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. გორში 13 წლის გოგონა შუახნის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თავად ბრალდებული კი ფაქტს უარყოფს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

56 წლის გოდერძი თუთარაული ამჟამად დაკავებულია. არასრულწლოვანი გოგონას ჩვენების მიხედვით, ის სავარაუდო მსხვერპლი იმ დროს გახდა, როდესაც მამაკაცთან ერთად ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამიდასთან მიდიოდა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებული გორში ცხოვრობს. მას სოფლებში პროდუქტები დააქვს და იქ ვაჭრობს. იმ დღეს მამაკაცი იმავე სოფელში მიდიოდა, სადაც გოგონას მამიდა ცხოვრობს, ამიტომ ნათესავებმა მას გოგონას წაყვანა სთხოვეს, რომელიც სახლში იმავე დღეს უნდა დაებრუნებინა.

საღამოს გოგონამ ბებიას უთხრა, რომ ავტომობილში, როდესაც მამიდასთან მიდიოდა, მასზე იძალადეს.

ბრალდებულისა და სავარაუდო მსხვერპლის საცხოვრებელი სახლები მეზობლად მდებარეობს. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახი დუმილს ამჯობინებს.

თავად ბრალდებული ჩადენილს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ისტორია გამოგონილია. საქმეს სასამართლო მალე განიხილავს. თუთარაულის ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამხილების არარსებობის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0