ტრაგედია ლომისობაზე – მომლოცველი მამაკაცი გარდაიცვალა

© courtesy of Levan Enukidze Kardinaliლომისობა
ლომისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას აღნიშნავს.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ლომისობის დღესასწაულზე. მლეთის მთაზე მოსალოცად მიმავალი შუახნის მამაკაცი ბილიკიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
აფეთქება გაზის სადგურზე: ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს გზაზე ფეხი დაუცდა, ფერდობზე დაგორდა და მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ლომისობაზე დღეს კიდევ ერთი მომლოცველი გოგონაც დაშავდა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს – ლომისობას აღნიშნავს.

ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მიიჩნევენ, რომ ლომისობა ადრექრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია. სხვა ვერსიის თანახმად, ლომისობა ქრისტიანობამდელი პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად აღინიშნება, როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული.

ლომისის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთაში.

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირაში მორწმუნეები იკრიბებიან და მლეთაში IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში ლომისობას აღნიშნავენ. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განსაკუთრებული მადლის მატარებელი და გამორჩეული ძალის მქონეა. ლომისობას ხალხი მლეთაში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში ერთ დღე-ღამეში COVID-19-ით სამი ადამიანი გარდაიცვალა

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში.

ექიმები ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
„უნდა გამხდარიყავი მფარველი ანგელოზი“ - ცნობილი ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

მომლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.

გასულ წელს ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0