გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

გამოწერა
სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან მაშველები და პოლიცია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მთის კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მამაკაცი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრია. ბოლოს იგი სწორედ გომისმთაზე დაინახეს.

სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან მაშველები და პოლიცია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გომისმთა ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. მიმდინარე წლის მაისში გომისმთას დაბის სტატუსი მიენიჭა, რაც მისი განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0