პოლიციური ლენტი

ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

106
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ბათუმში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა, იუწყება პირველი არხი.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

106
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1554)

უბედური შემთხვევა სვანეთში: მაშველები მდინარეში მანქანით გადავარდნილ კაცს ეძებენ

29
მესტიის მუნიცპალიტეტის სოფელ მულახში ადგილობრივ მოსახლეს ეძებენ, რომელის ავტომობილით გადავარდა მდინარე მულხურაში. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც დაკარგული მამაკაცის მოძებნასა და ავტომობილის მდინარიდან ამოღებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Mitsubishi Delica–ს მძღოლი 45 წლის მამაკაცი იყო. მისი პოვნა ჯერჯერობით არ ხერხდება.

29
თეგი:
საქართველო
მტკვარი

მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

94
(განახლებულია 15:10 13.07.2020)
ცნობილია, რომ დაკარგული დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა. ავტომობილში გამოსამშვიდობებელი წერილი იპოვეს

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მდინარე მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეარხის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ მისმა მეგობარმა განაცხადა.

ქალის საძიებო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მტკვრის სანაპიროზე ქალის ავტომობილი იპოვეს, რომლითაც ის ვანიდან ჩამოვიდა. ავტომობილში ნახეს გამოსამშვიდობებელი წელი. სხვა დეტალებზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

94
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1554)
ტერორისტის დაკავება

მზადდებოდა შეტევა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებზე: რუსეთში ტერორისტები დააკავეს

0
(განახლებულია 15:22 13.07.2020)
გასულ თვეში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ბოლო ათ წელიწადში ქვეყანაში 160 ტერაქტი აღიკვეთა

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა როსტოვის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედი გამოავლინა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, უჯრედის შემადგენლობაში „რუსეთისა და ერთ–ერთი შუააზიური ქვეყნის“ ექვსი მოქალაქე შედიოდა.

„ისინი ამზადებდნენ თავდასხებს პოლიციის თანამშრომლებზე და ასევე გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში“, — ნათქვამია რელიზში.

ირკვევა, რომ ჯგუფის მეთაურმა დაკავებიას წინაარმდეგობა გაუწია სპეცსამსახურს. გარდ აიმისა, რომ ცეცხლი გახსნა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან, მან ასევე ააფეთქა თვითნაკეთი მოწყობილობა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაშავდა. ჯგუფის დანარჩენი ხუთი წევრი დაკავებულია. ძალოვნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არავინ დაშავებულა.

არსებული ცნობით,  დაკავებულებს აღმოუჩინეს ავტომატები, საბრძოლო მასალეი, კიდევ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნარკოტიკები.

ივნისში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ბოლო ათ წელიწადში რუსეთში დაახლოებით 160 ტერაქტი აღიკვეთა, აქედან 43 — გასულ წელს.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს