თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დღეს, დილით დედოფლისწყაროსთან ახლოს 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 06:06 საათზე დედოფლისწყაროდან 39 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 36 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.